08:23 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-12 13:32:31, 627 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე 14 მაისს გაიმართება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით 14 მაისს განიხილავს. 

ამის შესახებ პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ხვალ იქნება იურდიულ საკითხთა კომიტეტში მესამე მოსმენით... რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე განხილვას, სამშაბათს იქნება პლენარულ სხდომაზე. საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია ამ კანონპროექტზე ცნობილია",- თქვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს, რის შემდეგაც პარლამენტმა მას პირველი და მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics