20:22 - 18 Aug, 2026
|
2024-05-08 18:38:59, 557 ნახვა
მსოფლიო
კლევერლი - გაერთიანებული სამეფო რუსეთის სამხედრო ატაშეს ქვეყნიდან გააძევებს
გაერთიანებული სამეფო რუსეთის სამხედრო ატაშეს ქვეყნიდან გააძევებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს. როგორც გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ პარლამენტში საუბრისას განმარტა, ეს ზომები რუსეთის მავნე ქმედებებზე პასუხითაა განპირობებული. „ჩვენ გავაძევებთ სამხედრო ატაშეს, რომელიც სამხედრო დაზვერვის არადეკლარირებული ოფიცერია. ჩვენ ასევე ახალ შეზღუდვებს ვაწესებთ რუსულ დიპლომატიურ ვიზებზე, მათ შორის შევზღუდავთ რუსი დიპლომატების გაერთიანებულ სამეფოში ყოფნის ხანგრძლივობას“, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)