20:23 - 18 Aug, 2026
|
2024-05-08 10:51:46, 519 ნახვა
მსოფლიო
სი ძინპინი სერბეთში ჩავიდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი სი ძინპინი ვიზიტით სერბეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სი ძინპინს აეროპორტში სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ. "სერბეთში, რომელიც ჩინეთის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად ითვლება ბალკანეთში, სი ძინპინი, სავარაუდოდ, განიხილავს ჩინეთის მრავალმილიარდიან ინვესტიციას ქვეყანაში და შესაძლო ახალ გარიგებებს",- წერს Reuters-ი. აღსანიშნავია, რომ ეს ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის პირველი ვიზიტია ევროპაში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. სახალხო რესპუბლიკის ლიდერი სერბეთში საფრანგეთიდან ჩავიდა, იქიდან კი, უნგრეთში გაემგზავრება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)