|
2024-05-04 14:20:53, 590 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიაში წვიმების შედეგად, სულ მცირე, 39 ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი დაკარგულად ითვლება
ბრაზილიის უკიდურეს სამხრეთში მდებარე შტატ რიო გრანდე-დუ სულში ძლიერმა წვიმამ 39 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 70-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება, რადგან ათობით ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. მათივე ინფორმაციით,რამდენიმე ქალაქში გზები და ხიდები განადგურდა. გააქტიურდა მეწყრული პროცესები. ქარიშხალმა გამოიწვია მცირე ჰიდროელექტროსადგურის სტრუქტურის ნაწილობრივი ნგრევაც. არსებობს ქალაქ ბენტო გონსალვესში მდებარე კაშხლის ნგრევის საშიშროებაც. დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია. "შტატში, რომელიც ურუგვაისა და არგენტინას ესაზღვრება, ძლიერმა წვიმებმა 497 ქალაქიდან ნახევარზე მეტი დააზარალა. 24 ათასი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა", - აღნიშნულია მედიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)