|
2024-05-02 16:02:42, 484 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა ხელისუფლებაზე - მათ უტიფარ განცხადებებში იმალება შიში, რაც კიდევ უფრო გააღვივებს პროტესტის მუხტს
სინამდვილეში, ამ ყალბი სითამამის უკან იმალება შიში,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ "ფორმულას" ჟურნალისტის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ბოკუჩავას თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების "უტიფარი განცხადებები" მოქალაქეებს კიდევ უფრო გააბრაზებს. "სინამდვილეში, ამ ყალბი სითამამის უკან იმალება შიში. ეს დავინახეთ მათ შორის არ შემდგარი დიქტატორის, შეშინებული ივანიშვილის სახეზე, რომელმაც მიმართა დაძალებით ჩამოყვანილ საჯარო მოხელეებს რუსთაველზე და ასევე იმაში, რომ დღეს პარლამენტი საერთოდ ვერ შეიკრიბა, რადგან მხდალ, მოღალატეებს, იმ 83 მოღალატეს, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, საერთოდ აღარ სურს გამოჩენა და გარკვეული ტაიმაუტი აიღეს, რადგან ფიქრობენ, რომ ამით ბრაზი გადაუვლის საზოგადოებას, მაგრამ მათ უტიფარ განცხადებებში იმალება შიში, რაც კიდევ უფრო გააბრაზებს და გააღვივებს პროტესტის მუხტს განსაკუთრებით თავისუფალ და თავისუფლების მოყვარულ ახალგაზრდებში",- ამბობს ბოკუჩავა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)