17:58 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 04:28:55, 513 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ბედნიერი ვარ, რომ მე მომხვდა და არა რომელიმე ანგელოზ ახალგაზრდას

„ბედნიერი ვარ, რომ მე მომხვდა და არა რომელიმე ანგელოზ ახალგაზრდას.  ძვირფასებო , ლაღებო, მაგრებო ეს ქვეყანა თქვენია და მიგულეთ რიგით თანამებრძოლად.” - წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში

“ღმერთმა დალოცოს საქართველო და ქართველი ხალხი! ბედნიერი ვარ, რომ მე მომხვდა და არა რომელიმე ანგელოზ ახალგაზრდას.  ძვირფასებო , ლაღებო, მაგრებო ეს ქვეყანა თქვენია და მიგულეთ რიგით თანამებრძოლად. არცერთი სპეცრაზმელის მიმართ არ მამოძრავებს სიბრაზე, შურისძიება, მხოლოდ სინანული და ამ აღდგომის კვირაში უფალმა შეუნდოთ.

არა რუსულ კანონს! კი ევროპას! ბრძოლა გამარჯვებამდე!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება. როგორც ინგოროყვას სახელობის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა პროფესორმა კახა ჭელიძემ განაცხადა, თვალის მთლიანობა დარღვეული არ არის, თუმცა აუცილებლად საჭიროებს ოფთალმოლოგის კონსულტაციას.

ხაბეიშვილი დღეს აქციის დარბევისას დააკავეს და სცემეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics