19:09 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-30 13:34:56, 475 ნახვა

პოლიტიკა
მეგრელიშვილი - გუშინ დაიხარჯა, დაახლოებით, 10-15 მილიონი ლარი - სად არის დაფიქსირებული, სად არის გამჭვირვალობა

გუშინ დაიხარჯა, დაახლოებით, 10-15 მილიონი ლარი. კითხვა მაქვს - ეს 10-15 მილიონი ლარი სად არის დაფიქსირებული, ანუ, სად არის გამჭვირვალობა,- ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა "ქართული ოცნების" ორგანიზებით გამართულ "საყოველთაო-სახალხო შეკრებასთან" დაკავშირებით განაცხადა.

მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ "ძალიან უცნაურია", რომ ეს ყველაფერი აღნიშნული კანონპროექტის მიღების ფონზე ხდება.

"სხვა ეტაპზე გადავედით ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების. ძალიან უცნაურია, რომ ეს ყველაფერი ხდება "გამჭვირვალობის კანონის" მიღების ფონზე. რომ წარმოვიდგინოთ, გუშინ 100 000 ადამიანი იყო, გინდ, 50 000. ცხადია, ამ ადამიანებს დაფინანსება სჭირდებათ, მაგრამ რომ წარმოვიდგინოთ, საშუალოდ, 100 ლარი, 200 ლარზეც საუბრობდნენ, მაგრამ 100 ლარი რომ ღირებულიყო, გუშინ დაიხარჯა, დაახლოებით, 10-15 მილიონი ლარი. კითხვა მაქვს - ეს 10-15 მილიონი ლარი სად არის დაფიქსირებული, ანუ, სად არის ის გამჭვირვალობა. ეს ხომ პარტიული ღონისძიება იყო, დაჯდა ამდენი ფული, როგორ დავიჯერო, რომ ეს სადღაც აისახება, რომ გუშინ, ერთ დღეში ამ ღონისძიებისთვის 10-15 მილიონი ლარია დახარჯული",- განაცხადა მეგრელიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics