23:08 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-28 18:22:20, 340 ნახვა

საზოგადოება
ეპისკოპოსი გიორგი: ევროპარლამენტმა გასცა რეზოლუცია, რომ სახელმწიფომ შეაჩეროს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიღება - ეს ევროპა არ არის

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში რთული პროცესები მიმდინარეობს. მან ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტის რეზოლუციაში არსებულ იმ ჩანაწერზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონმდებლობის გაუქმებისკენ მოუწოდებს. 

„ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, მე სიღრმეებში არ შევალ, მაგრამ ძალიან შემაძრწუნებელი და შემაშფოთებელი ერთი რამ: ჩვენ, ჩვენი ისტორიული არჩევანი, როგორც საზოგადოებაში ვთანხმდებით, რომ არის ევროინტეგრაცია. პირველ რიგში ევროპა ჩვენთვის რა არის? - ქრისტიანულ ფესვებზე დაფუძნებული კულტურა. საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ რას, ევროპარლამენტმა გასცა რეზოლუცია, რომ სახელმწიფომ შეაჩეროს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ რაიმე კანონის მიღება, მათთვის არის თურმე მიუღებელი. ეს ევროპა კი არ არის, ეს არის დაცილებული ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებს“, - განაცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics