23:08 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-28 17:19:10, 471 ნახვა

საზოგადოება
მღვდელმთავარი ე.წ გამჭირვალობის კანონის მოწინააღმდეგეებს იუდას ადარებს

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი მაღალიერარქი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტი საბა, ე.წ გამჭირვალობის კანონის მოწინაღმდეეგებს, ბიბლიურ პერსონაჟს იუდას ადარებს.

"ვისაც გამჭვირვალობა არ უნდა, შევადარებ იუდას, ქრისტეს თორმეტი მოციქულიდან იუდა ისკარიოტელს ჰქონდა მიბარებული შესაწირი ყუთი, იუდა ყოველთვის მალავდა რამდენი ჰქონდა შესაწირში, იმიტომ რომ იპარავდა -  ამბობს მიტროპოლიტი საბა.

საქართველოს საპატრიარქო ე.წ გამჭირვალობის კანონსა და ლგბტ უფლებების შემზღუდავ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დასავლეთის კრიტიკას ქართულ ტრადიციებზე, სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე შეტევად, ახალგაზრდების პროტესტს კი მანიპულირებულად წარმოაჩენს. განცხადებაში წერია, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ეკლესიასა და ტრადიციულ ფასეულობებს ებრძვიან, მაშინ, როცა ქართული ოცნება "თვალნათლივ დაადგა ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზას".

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics