|
2024-04-25 09:55:10, 564 ნახვა
მსოფლიო
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების ფარულად გადაცემას ადასტურებს. როგორც სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა, ATACMS-ების გადაცემა მარტში მოხდა და ის სამხედრო დახმარების პაკეტში შედიოდა. "შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, უკრაინისთვის გარკვეული რაოდენობის ATACMS-ის ტიპის რაკეტები მიგვეწოდებინა მათსავე სუვერენულ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად. რაკეტების გადაცემა დაიწყო მარტში და სამხედრო დახმარების პაკეტში შედიოდა. ATACMS-ები უკრაინაში უკვე ჩავიდა",- თქვა ჯეიკ სალივანმა. ცნობისთვის, მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების ფარულად გადაცემის შესახებ ინფორმაცია სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)