|
2024-04-24 21:08:10, 520 ნახვა
მსოფლიო
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცითავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს. ქვეყნის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ევროპა უკრაინის მხარდასაჭერად უნდა გაერთიანდეს. „გერმანია და დიდი ბრიტანეთი ერთად დგანან უკრაინის გვერდით. ჩვენი აშკარა მიზანია მხარდაჭერა, რათა უკრაინამ შეძლოს რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ნატო-ს ქვეყნები, არ ვართ ომში რუსეთთან. აშშ-ის გადაწყვეტილება არ გვათავისუფლებს აქ, ევროპაში ჩვენი მხარდაჭერის შემდგომი გაფართოებისგან, რათა ქვეყანამ შეძლოს თავის დაცვა აგრესიისგან. ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაფართოოთ ეს, ჩვენ ასევე ჩამოვაყალიბებთ სამუშაო ჯგუფს, რათა შევქმნათ გაუმჯობესებული ჩარჩო ორმხრივი უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის. მიუხედავად ამისა, ჩემი გადაწყვეტილება არის ძალიან ნათელი „ტაურუსის“ გაგზავნასთან დაკავშირებით, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება ასევე ნათელია იმ მხრივ, რომ ჩვენ კვლავ ვიქნებით უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერი ევროპაში“, - განაცხადა შოლცმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)