|
2024-04-23 13:21:47, 497 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანი - სომხეთი მთიანი ყარაბაღისთვის ომს არ აპირებს
სომხეთი მთიანი ყარაბაღისთვის ომს არ აპირებს,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ფაშინიანის თქმით, სომხეთის რესპუბლიკას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებს მიღმა პრეტენზია არ აქვს. „ვფიქრობ, რომ დელიმიტაციის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებებით, ჩვენ გამოვავლინეთ ჩვენი გულწრფელობა, რადგანაც გავაკეთეთ შემდეგი: აღვნიშნეთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა მზად არის, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გადადგას ნაბიჯები, რომ აზერბაიჯანულ სოფლებში, კერძოდ, 4 სოფელში, სადაც ახლა ხალხი არ ცხოვრობს, მათი ცხოვრება გახდეს შესაძლებელი. ასევე ვაცხადებთ, რომ იმავე პროცესის შედეგად, სომხურ სოფლებში – ბაგანისში, ვოსკეპარში, კირანცში, ბერქაბერში, თანაბრად შესაძლებელი უნდა იყოს სტრესის გარეშე ცხოვრება, რათა ამ ადამიანებმა იცხოვრონ საკუთარ სახლებში შიშის გარეშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გარდა ამისა, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ „ეს სწორედ ის წერტილია, რომლის ირგვლივ სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს უნდა შეეძლოთ სამშვიდობო თეორიული დღის წესრიგი კონკრეტულ მშვიდობიან რეალობად აქციონ“.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)