02:16 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-23 10:07:38, 367 ნახვა

საზოგადოება
პენიტენციურ დაწესებულებებში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო

პენიტენციურ დაწესებულებებში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი პენიტენციურ დაწესებულებებში აგრარული მიმართულებით პროექტების განხორციელებას აგრძელებს - ამჯერად, #15 პენიტენციურ დაწესებულებაში, ღია გრუნტზე მარწყვის ბაღი მოეწყო.

"საზაფხულო სამუშაოები სხვა დაწესებულებებშიც დაიწყო. მსჯავრდებულები  ჟოლოს, მარწყვის, ნივრისა და მწვანილის მოსავალს ელოდებიან. კენკროვანი და ბაღჩეული კულტურების გარდა,  მსჯავრდებულები წელს პირველად ლოკოკინების ფერმიდანაც აიღებენ მოსავალს.

სასოფლო-სამეურნეო პროექტების ფარგლებში, მოსავლის რეალიზაცია რამდენიმე ობიექტში ხდება.  პროდუქციის გაყიდვის შედეგად მიღებულ თანხა მსჯავრდებულებს ხელფასის სახით დაერიცხებათ.

პროექტის მიზანი მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია, ახალი პროფესიული უნარების განვითარება და მათი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics