|
2024-04-19 13:27:12, 447 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური ელისაშვილზე - ძალიან ვწუხვარ, ძალიან ცუდია, რომ ეს მოხდა - დაველოდოთ გამოძიებას
ბატონი ალეკო ელისაშვილის შემთხვევაზე მინდა ვთქვა - ძალიან ვწუხვარ, ძალიან ცუდია, რომ ეს მოხდა,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. როგორც გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ, აღნიშნა, ყველაფერს გამოძიება დაადგენს. "კიდევ ვიძახი, გამოძიება დაწყებულია და მე არ მინდა შეფასებები გავაკეთო, რომ ან ეს იყო, ან - ის, იმან გადაამეტა, ამან გადაამეტა. მერე მიკერძოებაში არ ჩამითვალოთ, რომ თქვენ ზეწოლას ახდენთ გამოძიებაზე, სასამართლოზე და ა.შ. დაველოდოთ. ამ კადრებში, კარგად ჩანდა, ნათლად ჩანდა, რა ხდებოდა რეალურად. გადაღებულია თითქმის მთელი პროცესი - ვინ ძალადობდა, ვინ დაიწყო. ბევრი იყო იქ ოპოზიციიდან, მე ყველაზე არ ვიძახი, რომ ძალადობდა, მათ შორის ოპოზიციის ლიდერები, ნომალურად იდგნენ და განაცხადებას აკეთებდნენ, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ. ძალიან ვწუხვარ კიდევ ერთხელ, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას",- თქვა გომელაურმა. შეგახსენებთ, "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს. ელისაშვილი დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)