07:53 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-16 16:43:40, 623 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა განსახილველად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი აირჩია, ორი ალტერნატიული პროექტი კი ჩააგდო

პარლამენტმა განსახილველად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი აირჩია, „საქართველოსთვის“ მიერ შემუშავებული ორი ალტერნატიული პროექტი კი ჩააგდო.

საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა ცოტა ხნის წინ გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვითაც, აღნიშნული კანონპროექტის განხილვის გაგრძელებას და ორი ალტერნატიული კანონპროექტის ჩაგდებას მხარი 78-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 25 კი წინააღმდეგ წავიდა. 

შესაბამისად, პარლამენტში ამ წუთებში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, გუშინ, 15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა.

8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics