10:25 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 10:19:57, 424 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის, სათქმელიც ითქვა: კანონი არაა ევროპული

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანოპროექტსა და ელჩებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

პრეზიდენტი აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მცირე განცხადებას ავრცელებს.

„დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის! სათქმელიც ითქვა: კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წარადგება ევროპულ მიზანს! მეტი რა?”- წერს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, დღეს, 15 აპრილს საქართველოს პარლამენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანოპროექტის განხილვას იწყებს.

3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, გუშინ, 14 აპრილს ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს კანონპროექტთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიის გამართვა შესთავაზა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics