12:04 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-11 17:41:27, 431 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - მხოლოდ კობახიძემ, მდინარაძემ და ზარქუამ იციან კითხვა და შინაარსის გამოტანა - მათი კიდევ ლავროვს და პესკოვს ესმით

მხოლოდ კობახიძემ, მდინარაძემ და ზარქუამ იციან კითხვა და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა - მათი კიდევ ლავროვს და პესკოვს ესმით,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს.

ხაბეიშვილი საქართველოს პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის რეინიცირებას კიდევ ერთხელ ეხმაურება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"არ იცის, ვერ გაიგეს და ვერ წაიკითხეს, ამერიკაში - სახელმწიფო დეპარტამენტმა ვერ წაიკითხა, ვერ გაიგო ამერიკის ელჩმა ვერ წაიკითხა ევროკავშირის ელჩმა, არ იცის გერმანელმა, ლიტველმა, პოლონელმა, ფრანგმა, ესტონელმა. მოტყუვდა, ვერ გაიგო ცუკერბერგმა, ექსპერტებმა, მსოფლიოში ავტორიტეტულმა არასამთავრობოებმა და დიპლომატებმა.

მხოლოდ ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და ირაკლი ზარქუამ იციან კითხვა და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა, დანარჩენს არავის დედამიწაზე არაფერი არ გაეგება. ჰო და კიდევ, შინაარსი ლავროვმა და პესკოვმა გაიგეს მოსკოვში. არა რუსულ კანონს! კი ევროპას!”- წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics