02:01 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-11 12:57:15, 338 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი", დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა: 40 000 000 რუსული რუბლი გამოავლინეს.

მათივე ინფორმაციით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 1 164 000 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, საქონლის სრულად ჩამორთმევა განესაზღვრა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics