14:44 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-08 22:25:26, 422 ნახვა

პოლიტიკა
ნეთანიაჰუ - ისრაელის თავდაცვის ძალების რაფაჰში შესვლისთვის თარიღი დადგენილია

ისრაელის თავდაცვის ძალების რაფაჰში შესვლისთვის თარიღი დადგენილია, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი რაფაჰში სამხედრო ოპერაციის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევს, ამისთვის კი თარიღი დადგენილია, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრს კონკრეტული დღე არ დაუსახელებია.

„დღეს მივიღე დეტალური მოხსენება კაიროში მოლაპარაკებების შესახებ, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი მიზნების მისაღწევად, უპირველეს ყოვლისა, ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლებისა და „ჰამასზე“ სრული გამარჯვების მისაღწევად. ეს გამარჯვება მოითხოვს რაფაჰში შესვლას და იქ ტერორისტების ლიკვიდაციას. ეს აუცილებლად მოხდება, არის დადგენილი თარიღი“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics