16:12 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-06 16:21:10, 489 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის ჰელსინკის კომისია ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას აგენტების შესახებ კანონზე

აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ უარი თქვას ხელახლა დაინიცირებულ „რუსულ კანონზე“.

როგორც ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია აღნიშნული, შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არ არის, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ ამ გზით მიდის.

„ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟი და  ქართველი ხალხის დიდი ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფა. ეს კანონპროექტი რუსული კანონმდებლობით შთაგონებულია და მისი ასლია. შემთხვევითი არ არის, რომ მისი ხელახალი შემოღება რეგიონში მსგავსი კანონმდებლობის უფრო ფართო გავრცელების ფონზე ხდება.

შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არ არის, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ ამ გზით მიდის, მიუხედავად რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისა.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას ამ კანონპროექტზე და დაუბრუნდეს ლიბერალურ დემოკრატიულ ტრაექტორიას და მისი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანს“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

ჰელსინკის კომისია აშშ-ის დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტოა, რომელსაც ევალება ევროპაში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics