20:19 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-06 14:03:38, 1868 ნახვა

სამხედრო
„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ახალგაზრდებს პროექტის მნიშვნელობა, თავდაცვის უწყების პრიორიტეტები, ასევე, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად, სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობები გააცნო.

მოგვიანებით, სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებს თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანებისა და პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ტერიტორიული რეზერვის პროგრამით, ასევე თავდაცვის ძალებში დასაქმებითა და სამხედრო კარიერული განვითარებით.

თავდაცვისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ერთობლივი პროექტი - „ჩვენი ჯარი“ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics