01:02 - 19 Aug, 2026
|
2024-04-04 19:35:09, 443 ნახვა
მსოფლიო
ტუსკი - პოლონეთი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს
პოლონეთი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა. როგორც ტუსკი აღნიშნავს, მან ვარშავის ეს პოზიცია როგორც საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, ისე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკვე გააცნო. „შემიძლია, გავიმეორო, რაც მაკრონს ვუთხარი, რაზეც სხვა ლიდერებსაც ვესაუბრე, მათ შორის პრეზიდენტ ბაიდენს. პოლონეთი არ განიხილავს უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობას“, - განაცხადა ტუსკმა. ცნობისთვის, მარტში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნის გამორიცხვა არ შეიძლება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)