|
2024-04-03 15:02:07, 571 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი გუნდის და სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი გუნდის და სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნესსექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს აქტუალური საკითხების ეფექტიან განხილვას შედეგზე ორიენტირებული, საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. "შეხვედრაზე მხარეებმა აგროდაზღვევის, სურსათის უვნებლობის, ასევე, ღვინის ექსპორტის დამატებითი წახალისების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)