|
2024-03-29 13:11:24, 757 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი - პუტინის მოწვევა „დიდი ოცეულის“ სამიტზე შესაძლებელი მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის თანხმობით იქნება
„დიდი ოცეულის“ სამიტზე, რომელიც ნოემბერში ბრაზილიაში იმართება, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მხოლოდ იმ პირობით იქნება მოწვეული, თუ ამას ყველა მონაწილე ქვეყანა დათანხმდება,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრაზილიაში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, „განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების გაერთიანების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ კონსენსუსი უნდა იყოს დანარჩენ 19 ქვეყანასთან მიღწეული. ეს იქნება ბრაზილიური დიპლომატიის ამოცანა“. საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „დიდი ოცეული“ ვალდებულია, „მშვიდობისა და საერთო ინტერესების მიზნის მისაღწევად“ იმოქმედოს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, „დიდი ოცეულის“ ყოველი სამიტის წინ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი იმის შესახებ, იქნება თუ მიწვეული არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომლის დაპატიმრების ორდერი 2023 წლის 17 მარტს გამოიცა. შედეგად, პუტინი არ დაესწრო სამიტებს ინდონეზიაში 2022 წელს და ინდოეთში 2023 წელს. ამავე მიზეზით, 2023 წლის აგვისტოში პუტინი ასევე არ მისულა BRICS-ის სამიტზე სამხრეთ აფრიკაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)