20:27 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-27 18:12:22, 864 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - თუ „ნაცმოძრაობა“ და მისი ტელევიზიები აწარმოებენ ანტიკამპანიას ქვეყნის განვითარების რომელიმე მიმართულებით, ესე იგი იქ შთამბეჭდავი წარმატება გვქონია

არ არსებობს ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულება, თუკი ობიექტური შემფასებელი ამას შეაფასებს, რომ იყოს რეგრესი. დღე არ გავა, სხვადასხვა ორგანიზაციებმა არ გამოაქვეყნონ რეიტინგები, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური, ხშირ შემთხვევაში შთამბეჭდავი შედეგები, რამდენიმე ათეული პუნქტით წინ წაწევა, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის მიერ საქართველოს რეიტინგის Ba2-ზე უცვლელად დატოვებას, ხოლო პერსპექტივის ნეგატიურიდან სტაბილურამდე გაუმჯობესებას.

მდინარაძის თქმით, "ნეგატიურ რეიტინგებს აქვეყნებენ მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ მდიდარ „ენჯეოებს“ საქართველოში, აწარმოებენ ანტიქართულ კამპანიას, ან ის ორგანიზაციები, რომლებიც მათ დასკვნებს ეყრდნობიან".

„თუ ეყრდნობა ქართული „ენჯეო“ სექტორის დასკვნებს - ნეგატიურია რეიტინგები, ობიექტურ გარემოებებს თუ ეყრდნობა - ასეთივე ობიექტურია და წინწაწეული ყველა რეიტინგი, ყველა მნიშვნელოვან სფეროში. არ შეიძლება სასამართლოს რეიტინგები გაუმჯობესებული იყოს, კორუფციასთან ბრძოლა გაუმჯობესებული იყოს, არ შეიძლება ევროპის საგზური მოვიპოვოთ, ყველაფერი კარგი ხდებოდეს და ეს დამთხვევა იყოს, ეს არის ქვეყნის განვითარების სხვადასხვა მიმართულებების განვითარების ერთიანი შედეგი. ამას ებრძვიან სწორედ, სასამართლოს რეიტინგებში წინ წაიწია, ეგრევე სასამართლოს დაარტყეს, წელს პირველად დაგვიფიქსირდა პოზიტიური მიგრაციული სალდო - იმ წუთას დაიწყეს ემიგრაციის პრობლემებზე საუბარი. თუკი სადმე წარმატებაა, ისინი ყველგან უარყოფით ემოციას გამოხატავენ და ანტიკამპანიებს ატარებენ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ „ნაცმოძრაობა“ და მისი ტელევიზიები აწარმოებენ ანტიკამპანიას რომელიმე მიმართულებით, ესე იგი იქ გვქონია შთამბეჭდავი წარმატება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics