02:46 - 19 Aug, 2026
|
2024-03-26 17:10:01, 794 ნახვა
მსოფლიო
პატრუშევი - Crocus City Hall-ზე თავდასხმის უკან უკრაინა დგას
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი დარწმუნებულია, რომ Crocus City Hall-ზე თავდასხმის უკან უკრაინა დგას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TASS-ი ავრცელებს. კითხვას - ტრაგედიის უკან "ისლამური სახელმწიფო" დგას თუ უკრაინა? - პატრუშევმა ასე უპასუხა: "რა თქმა უნდა, უკრაინა". შეგახსენებთ, რუსეთში, Crocus City Hall-ზე თავდასხმა 22 მარტს მოხდა. საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე გახსნა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 137 ადამიანი, დაშავებულია 182 პირი. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში 97 მოქალაქე რჩება. ოფიციალური ვერსიით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)