|
2024-03-25 14:23:58, 789 ნახვა
მსოფლიო
მედია - დაკავებულია პირი, რომელიც აზერბაიჯანში ტერაქტს გეგმავდა
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოიკვეთა ეჭვი, რომ რუსეთის ფედერაციის ქალაქ მურმანსკში მცხოვრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, სხვა პირებთან ერთად, ტერაქტს გეგმავდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია წერს, აზერბაიჯანის მოქალაქეს კავშირები ჰქონდა რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებთან, რომლებსაც მითითებებს აძლევდა, მოეწყოთ ქალაქ ლანკარანის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურზე თავდასხმა. ასევე გეგმავდნენ, მოეკლათ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ინგლისურს ასწავლიდა რესპუბლიკის ზოგიერთ რეგიონში. გარდა ამისა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, დაკავებული გეგმავდა სამხედრო წვრთნების მოწყობას უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმ პირებთან ერთად, რომლებთანაც კონტაქტში იყო. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა. მიმდინარეობს გამოძიება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)