|
2024-03-20 18:43:25, 574 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - საუბრისას შარლ მიშელს უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს დამტკიცებისთვის მადლობა გადავუხადე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ევროსაბჭოს შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ესაუბრა. აღნიშნულ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, საუბრისას მან ევროსაბჭოს პრეზიდენტს, უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს მხარდაჭერის დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა. "ევროსაბჭოს შეხვედრის წინა დღეს მე ვესაუბრე ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ შემდგომ ნაბიჯებზე უკრაინის EU-თან გაწევრიანების მოლაპარაკებების რეალური დაწყებისკენ, ისევე როგორც EU-ის შემდგომი ყოვლისმომცველი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მადლობა გადავუხადე ევროსაბჭოს პრეზიდენტს EU-ის საბჭოს მიერ გუშინ, ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში, უკრაინის დახმარების სპეციალური ფონდისთვის 5 მილიარდი ევროს დამტკიცებისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)