|
2024-03-20 16:41:49, 784 ნახვა
მსოფლიო
ბორელმა ევროკავშირის საბჭოს რუსეთის აქტივებიდან შემოსავლის უკრაინის დახმარებისთვის გამოყენების შეთავაზება წარუდგინა
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საბჭოს რუსეთის აქტივებიდან შემოსავლის უკრაინის დახმარებისთვის გამოყენების შეთავაზება წარუდგინა. ამის შესახებ ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც ბორელი აღნიშნავს, შესაბამის ინიციატივას საბჭო სწრაფად დაამტკიცებს. „დღეს მე წარვუდგინე საბჭოს უმაღლესი წარმომადგენლის შეთავაზება, რუსული გაყინული აქტივებიდან შემოსავალი გამოყენებულ იქნას უკრაინის მხარდასაჭერად გამარჯვებისთვის ბრძოლაში. 90%-ის სახსრების გამოყოფა ევროპის მშვიდობის ფონდისა და 10%-ის ევროკავშირის ბიუჯეტის გავლით მოხდება. მოუთმენლად ველოდები საბჭოს მიერ მის სწრაფ დამტკიცებას. ეს იქნება ევროკავშირის ერთიანობის და უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერის დემონსტრირება“, - წერს ბორელი. ცნობისთვის, გუშინ, 19 მარტს, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან შემოსავლების 90% უნდა გადასცეს ევროკავშირის ფონდს, რომელიც უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას აფინანსებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)