|
2024-03-20 11:18:58, 1208 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვა - მთავრობა ხანძრის და სტიიქის შედეგად დაზარალებულ 197 ოჯახს დაეხმარება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრებმა სტიქიის და ხანძრის შედეგად დაზარალებული 197 ოჯახის დახმარების საკითხი განიხილეს. აქედან 38 ოჯახი ხანძრის, ხოლო 159 ოჯახი სტიქიის შედეგად დაზარალდა. კომისიის რეკომენდაციით, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების აღდგენა-გამაგრების და ადგილმონაცვლეობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში 1 591 371 ლარი გამოეყოფათ. სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა. „შერეული სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე წარმოდგენილი იყო რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან, ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარების საკითხი. კომისიის წევრებმა 196-ვე საკითხზე დადებითი რეკომენდაცია გასცეს. რეკომენდაცია დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილე, ედუარდ ნაკაშიძემ. გასულს წელს სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გამოიყო 4 676 395 ლარი, ფინანსური დახმარება გაეწია 520 ოჯახს. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)