|
2024-03-19 21:18:39, 709 ნახვა
მსოფლიო
ლაიენი - თუ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, კონტინენტზე მშვიდობა იქნება
თუ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, კონტინენტზე მშვიდობა იქნება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ლაიენის თქმით, სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის წინაშე საუბრისას აღნიშნა, რომ მათი მუშაობის შედეგი თვალსაჩინოა. "თუ ჩვენ გავაერთიანებთ ყველა ევროპელს EU-ის დროშის ქვეშ, მაშინ ჩვენ კონტინენტზე იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა. ჩვენ ისტორია მოგვიწოდებს. მე ვიცი, რამდენად დაძაბული წელი იყო ყველა თქვენგანისთვის. დღედაღამ მუშაობდით ჩვენს მეზობლებთან დასაახლოებლად. უკრაინელების ყველაზე საბაზისო მოთხოვნილებებზე იზრუნეთ. რუსეთის ომის შედეგებს უმკლავდებოდით მთელი რეგიონის მასშტაბით, ჩრდილოეთ აფრიკიდან მთიან ყარაბაღამდე… და მხარს უჭერდით კანდიდატ ქვეყნებს მათ EU-ის მისწრაფებებში. თქვენი მუშაობის შედეგები თვალსაჩინოა. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეთ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, შემდგომ უკრაინასთან და მოლდოვასთან. და იმავეს გავაკეთებთ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან. საქართველო კანდიდატი ქვეყანა გახდა”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)