|
2024-03-19 14:54:01, 622 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი ბელგოროდის ოლქიდან, დაახლოებით, 9 000 ბავშვის ევაკუაციას გეგმავს
რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ტერიტორიის პერიოდულად დაბომბვის გამო, რეგიონიდან 9 000 ბავშვის ევაკუაცია განახორციელოს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ბელგოროდის ოლქის გუბერნატორზე, ვიაჩესლავ გლადკოვზე დაყრდნობით ავრცელებს. გლადკოვის თქმით, ბავშვები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდებიან. "ევაკუაცია განხორციელდება უამრავი სოფლიდან. ამჟამად ვგეგმავთ, დაახლოებით, 9 000 ბავშვის ევაკუაციას ბელგოროდიდან, ბელგოროდის რაიონიდან, შებეკინსკის ოლქიდან, გრაივორონის რაიონიდან",- აცხადებს გუბერნატორი. რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტის" ცნობით, ბელგოროდის ოლქში უკვე დაიღუპა 16 მშვიდობიანი მოქალაქე, 98 კი დაშავდა. საავადმყოფოებში 40-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული, მათ შორის ბავშვები.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)