|
2024-03-17 11:18:27, 917 ნახვა
მსოფლიო
ბელგოროდის დილის დაბომბვის შედეგად 16 წლის გოგონა დაიღუპა
ბელგოროდის დილის დაბომბვის შედეგად 16 წლის გოგონა დაიღუპა, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა. „ჭურვის დაცემის შედეგად კერძო საცხოვრებელ სახლს, რომელშიც გოგონა იმყოფებოდა, ცეცხლი გაუჩნდა. [...] შემთხვევის ადგილზე ველაპარაკე მამას - მამა შოკშია და ასევე დაშავდა, მას აქვს თავის დახურული დაზიანება, სხეულის დამწვრობა და მოწამვლა ნახშირბადის მონოქსიდით. ის სასწრაფო დახმარების მანქანით ბელგოროდის მე-2 საქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - წერს გუბერნატორი ტელეგრამის არხში. მთლიანობაში, გლადკოვის თქმით, ბელგოროდში, დაბომბვის შედეგად, ხანძარი გაჩნდა ორ კერძო საცხოვრებელ კორპუსში, ჩამტვრია რამდენიმე ბინა და კერძო სახლები. რვა ავტომობილის დაზიანება დაფიქსირდა. რუსეთში კვირას ღამეს 8 რეგიონი დაიბობმა, უკრაინული წყაროების ცნობით, ყველა გაშვებული საბრძოლო დრონი მიზანს მოხვდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოსკოვის, ბელგოროდის, კალუგის, ორიოლის, როსტოვის, იაროსლავის, კრასნოდარის და კურსკის ოლქების ტერიტორიებზე გაანადგურა 35 საბრძოლო დრონი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)