02:29 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-11 17:01:13, 870 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე პრეზიდენტის ვეტოზე - ზურაბიშვილი ხაზარაძის მაშველი რგოლია - ისინი ენმ-ის საქმეს აკეთებენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „საარჩევნო ცვლილებებზე“ პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის „მაშველი რგოლია და საერთო ჯამში ისინი ენმ-ის საქმეს აკეთებენ". 

„ვეტო არის იმ ბრძოლის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ხაზარაძემ დაალაგა სქემა, რომ ვენეციის კომისიის ერთი პუნქტი ჩაეჭირა და ეთქვა, რომ კალანდარიშვილი საერთოდ უნდა გაქრეს იქიდან.

თავდასხმა უნდა მოეწყოთ კალანდარიშვილზე, რომ  დაბულინგებულიყო, გადამდგარიყო და სანამ მისი მოადგილეა, რომელმაც უნდა შეასრულოს მისი მოვალეობა გადადგომის შემთხვევაში, ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრს უნდა ემართა ცესკო. ეს იყო მიზანი, ჩავარდა, და ეს მიზანი რომ იქნებ, რამენაირად შემოტრიალდეს, ამისთვის ზრუნავს სალომე ზურაბიშვილი. ხაზარაძის მაშველი რგოლია ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი. საერთო ჯამში, ისინი "ნაცების" საქმეს აკეთებენ ამით. რა თქმა უნდა, ვეტო დაიძლევა იმიტომ, რომ ხაზარაძის ამ პიარულ და ამავდროულად მავნებლურ გეგმას, ერთი მხრივ, დააბულინგოს კალანდარიშვილი, რომ გადადგეს და მეორე მხრივ, მისმა პოლიტსაბჭოს წევრმა შეასრულოს მისი მოვალეობა, ბუნებრივია, ამის საშუალებას ჩვენ მას არ მივცემთ",- აცხადებს მდინარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics