|
2024-03-09 23:11:17, 850 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანმა სომხეთს ოთხი სოფლის გათავისუფლება მოსთხოვა
ბაქომ მოითხოვა ერევნის ოთხი ექსკლავური სოფლის დაცლა, განუცხადა სააგენტო Report-ს ვიცე-პრემიერ შაჰინ მუსტაფაევის პრესსამსახურმა. რაც შეეხება სომხეთის მიერ ოკუპირებულ 4 აზერბაიჯანულ სოფელს (ბაგანის აირიმი, აშაგი ასკიფარა, ხეირიმლი და გიზილგაჯილი), მათი კუთვნილება აზერბაიჯანისადმი უდავოა და ისინი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ექვემდებარება“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის მიერ კონტროლირებადი სოფლების საკითხი საზღვრის დელიმიტაციის პროცესის ფარგლებში გადაწყდება. 2023 წლის ნოემბერში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა მთლიანად ან ნაწილობრივ 31 სოფელი დაიპყრო. აზერბაიჯანის ხელისუფლება უარყოფს მათ ოკუპაციას და ამ სოფლებს საკუთარს უწოდებს. სომხეთის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანი 1990-იან და 2021-2022 წლებში საომარი მოქმედებების შედეგად აკონტროლებს 225 კვადრატულ კილომეტრს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)