|
2024-03-08 16:29:06, 680 ნახვა
მსოფლიო
პოდოლიაკი - წითელი ხაზები გლობალურ პოლიტიკაში არ არსებობს, ისინი მოიგონეს მათ, ვისაც პასუხისმგებლობის აღება არ სურს
წითელი ხაზები გლობალურ პოლიტიკაში ნამდვილად არ არსებობს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, „წითელი ხაზები მოიგონეს მათ, ვისაც არ სურს პასუხისმგებლობის აღება და ცდილობს, ზურგი შეაქციოს რეალურ პრობლემებს". „წითელი ხაზები გლობალურ პოლიტიკაში ნამდვილად არ არსებობს. ისინი მოიგონეს მათ, ვისაც არ სურს პასუხისმგებლობის აღება და მუდმივად ცდილობს, ზურგი შეაქციოს რეალურ პრობლემებს, არ შეხედოს… ამ მითს აქტიურად იყენებენ რუსეთის მსგავსი ქვეყნები, რომ პრიმიტიულად შეაშინონ თავიანთი აგრესიული პროპაგანდით. სინამდვილეში კი, რუსეთი უპირობოდ აცხადებს უარს საერთაშორისო სამართალზე, საერთაშორისოდ დადგენილ წესებზე, ჰუმანიზმსა და ადამიანობაზე, ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობაზე. რუსეთი ყოველთვის ავრცელებს გაბერილ მითებს, აქვს შიშის და კოლექტიური უპასუხისმგებლობის იმედი. თუმცა, დრო შეიცვალა და ევროპული დემოკრატიები დღეს მკაფიოდ აჩვენებენ სურვილს, სწორი აქცენტები დასვან ომში და რუსეთის მომავალში - ომი უნდა დასრულდეს რუსეთის სამართლიანი დამარცხებით და ტრანსფორმაციით“,- წერს პოდოლიაკი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)