07:34 - 19 Aug, 2026
|
2024-03-06 17:11:48, 1087 ნახვა
მსოფლიო
CBS News - „რესპუბლიკურ პარტიაში“ დონალდ ტრამპის მეტოქე ნიკი ჰეილი კანდიდატურას ხსნის
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში "რესპუბლიკურ პარტიაში" დონალდ ტრამპის მთავარი მეტოქე ნიკი ჰეილი კანდიდატურას ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, ჰეილი აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მშობლიური შტატის, სამხრეთ კაროლინის ქალაქ ჩარლსტოუნში გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ ნიკი ჰეილის მიერ კანდიდატურის მოხსნის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ის ე.წ. სუპერ სამშაბათის ფარგლებში გამართულ "რესპუბლიკური პარტიის" პრაიმერიზში, დონალდ ტრამპთან, ვერმონტის გარდა, ყველა შტატში დამარცხდა. ვერმონტში მოპოვებული გამარჯვება, მთელი პრაიმერიზის განმავლობაში, კოლუმბიის ოლქის შემდეგ, ჰეილისთვის რიგით მეორე გამარჯვება იყო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)