|
2024-03-06 16:46:26, 999 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - არ ვაღიარებთ რომის სტატუტს და ჰააგის გუშინდელი გადაწყვეტილების მიმართაც შესაბამისი დამოკიდებულება გვაქვს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ჰააგის სასამართლოს მიერ ორი რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის დაკავების ორდერის გაცემას გამოეხმაურა. როგორც პესკოვი აღნიშნავს, რუსეთი არ არის რომის სტატუტის მონაწილე და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების მიმართ „შესაბამისი დამოკიდებულება აქვს". „ჩვენ არ ვართ რომის სტატუტის მონაწილეები, ჩვენ არ ვაღიარებით მას. შესაბამისი დამოკიდებულება გვაქვს ასეთი გადაწყვეტილებების მიმართ“, - განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური ძალების ავიაციის მეთაურზე, სერგეი კობილაშზე და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურზე, ვიქტორ სოკოლოვზე გასცა. სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ "არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ორ ეჭვმიტანილს პასუხისმგებლობა ეკისრება მათ დაქვემდებარებაში მყოფი ძალების მიერ უკრაინის ელექტრო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე, სულ მცირე, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე".
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)