05:52 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-06 13:19:45, 879 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - მნიშვნელოვანია, რომ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით ყველამ იმუშაოს

მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად ყველამ იმუშაოს წინსვლისთვის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს საჭიროებას, რომ მთავრობა იყოს ინკლუზიური, ჩართოს ოპოზიციაც,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, ასევე საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ჩართულობა.

"მე არ შევაფასებ ცხრა ნაბიჯის იმპლემენტაციის დონეს დღეს. ჯერ ძალიან ადრეა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია არის, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქართველოში არის არჩევნები ოქტომბერში, რაც ბუნებრივად მიიპყრობს დიდ ყურადღებას, წაიღებს ყველა პოლიტიკური ლიდერის ბევრ ენერგიას. მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად ყველამ იმუშაოს წინსვლისთვის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს საჭიროებას, რომ მთავრობა იყოს ინკლუზიური, ჩართოს ოპოზიციაც. ოპოზიციისთვის ეს ნიშნავს კონსტრუქციულ მიდგომას და მთავრობასთან მუშაობის მცდელობას, რათა პროგრესი იყოს მიღწეული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც მუდამ ვუსვამთ ხაზს, ასევე საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ჩართულობა. ასე რომ, გულწრფელად მაქვს იმედი, რომ საარჩევნო კამპანიის მიუხედავად, იქნებ ეროვნული კონსენსუსი და ყველა იმუშავებს ერთად ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით",- განაცხადა ჰერჩინსკიმ, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics