01:57 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-05 17:06:55, 1110 ნახვა

სამართალი
პროკურატურა - წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ტრეფიკინგში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის და არასრუწლოვანი გერების მიმართ ჩადენილ ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვან გერებს და მეუღლეს შრომით ექსპლუატაციას უწევდა, კერძოდ იგი ძალადობითა და მუქარით, დაზარალებულებს ნაგვის ურნებში მუყაოსა და პლასტმასის ყუთების შეგროვებას და გაყიდვას აიძულებდა, მიღებულ თანხას კი ისაკუთრებდა. ბრალდებული ასევე არასრულწლოვნებზე სახელმწიფოს მიერ ყოველთვიურად გაცემულ ფულად დახმარებას თავად ითვისებდა და განკარგავდა.

"დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143'-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ", მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტებით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და 143''-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ", მესამე ნაწილის "ბ", "გ", "ე" ქვეპუნქტებით (არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) წარედგინა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს სასჯელის სახით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics