|
2024-03-05 15:32:48, 773 ნახვა
მსოფლიო
განცი - ისრაელი მზადაა, გაანადგუროს „ჰამასი“, ასევე იპოვოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გზა ღაზას მოსახლეობისთვის
ისრაელის ე.წ. ომის კაბინეტის წევრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბენ განცი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია Times of Israel-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, განცმა აღნიშნა, რომ ისრაელი მზადაა, მიაღწიოს მიზნებს და გაანადგუროს ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“, ასევე, იპოვოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გზა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. „განცმა გაიმეორა ისრაელის მიზნის შესრულების აუცილებლობა, რათა გაანადგუროს ტერორისტული დაჯგუფება „ ჰამასი“ და იპოვნონ გზა ჰუმანიტარული დახმარების მშვიდობიან მოსახლეობამდე მიღწევის უზრუნველსაყოფად. ამასთან, ისაუბრა ღაზაში ყველა სამხედრო მიზნის შესრულების მნიშვნელობაზე, რაც უზრუნველყოფს რეგიონის სტაბილურობასა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია ბენი განცის ოფისის განცხადებაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)