|
2024-03-03 11:14:13, 1422 ნახვა
ომი უკრაინაში
ოდესაში საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა
ოდესაში ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსზე საბრძოლო დრონის იერიშის შედეგად, მაშველებმა დაღუპული მეცხრე ადამიანი აღმოაჩინეს. ამრიგად მსხვერპლის რაოდენობა 9 მდე გაიზარდა. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა დილით განაცხადა, რომ სამძებრო ოპერაცია გრძელდება. ოდესაში ცხრასართულიან კორპუსზე დრონის შეჯახების შედეგად ერთ-ერთი სადარბაზო ნაწილობრივ ჩამოინგრა. ხელისუფლებამ განაცხადა რვა დაღუპულის შესახებ, მათ შორის სამი წლისა და ოთხი თვის ასაკის ორი ბავშვია. რუსულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია ოდესის რეგიონზე თვითმფრინავის თავდასხმასა და საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმის შედეგად მსხვერპლზე. ოდესასა და რეგიონში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთათვის კვირას გლოვა გამოცხადდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)