|
2024-02-29 17:13:42, 1486 ნახვა
რეგიონი
აჭარა დანიისა და უნგრეთის ტურისტულ გამოფენებზე იყო წარმოდგენილი
აჭარის ტურისტული პროდუქტების პოზიციონირება ევროპულ ბაზრებზე გრძელდება - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ამჯერად დანიისა და უნგრეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, აჭარა და ზოგადად, საქართველო დანიელი და უნგრელი ვიზიტორებისთვის ახალ ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს, რის გამოც გამოფენებზე ქვეყნის ტურისტულმა მიმართულებებმა ვიზიტორების დაინტერესება გამოიწვია. "გამოფენების მიმდინარეობისას შეხვედრები გაიმართა სარეკლამო კომპანიების, ასოციაციების, ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან. მიმდინარე წელს, აღნიშნული ქვეყნებიდან აჭარაში პრეს და ინფოტურების ორგანიზება იგეგმება. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად 30-მდე საერთაშორისო ღოინისძიებასა და გამოფენაზე გეგმავს რეგიონის პოპულარიზაციას. საქართველოს მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები აქტიურად იქნება წარმოდგენილი როგორც ევროპულ, ისე აზიურ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორისაა ბერლინის, ლონდონის, დუბაის, პარიზისა და ბარსელონას ტურისტული გამოფენები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)