|
2024-02-29 14:28:49, 812 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - ამბობენ, რომ რუსეთი აპირებს, თავს დაესხას ევროპას - ეს სრული ბოდვაა
ამბობენ, რომ რუსეთი აპირებს, თავს დაესხას ევროპას - ეს სრული ბოდვაა,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციული საბჭოსადმი ყოველწლიურ მიმართვაში განაცხადა. პუტინის თქმით, ევროპელები ომისთვის მზად არ არიან. "ალაპარაკდნენ უკრაინაში ნატოს კონტინგენტის გაგზავნაზე. ჩვენ გვახსოვს იმათი ბედი, ვინც ოდესღაც აგზავნიდა საკუთარ სამხედროებს რუსეთში. ახლა შესაძლო ინტერვენტებისთვის შედგები გაცილებით უფრო ტრაგიკული იქნება. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენც გვაქვს შეიარაღება, რომლითაც შესაძლებელია სამიზნეების განადგურება მათ ტერიტორიაზე. მათ არ გაუვლიათ მძიმე განსაცდელი და დაავიწყდათ, რა არის ომი. ჩვენ, დღევანდელმა თაობამაც კი ასეთი განსაცდელი გამოვიარეთ, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში ვებრძოდით ტერორიზმს და ახლა უკრაინაში კონფლიქტის დროსაც გავდივართ ამ განსაცდელს. მათ კი ეს მულტფილები ჰგონიათ",- თქვა პუტინმა. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადა, რომ "უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხული არაა". აღნიშნულის შემდეგ, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ დაადასტურა, რომ უკრაინაში ჯარის გაგზავნის საკითხზე დისკუსია გაიმართა, თუმცა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. საკითხს გამოეხმაურნენ კრემლში და თქვეს, რომ დასავლელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნა რუსეთისა და NATO-ს პირდაპირ დაპირისპირებას გამოიწვევს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)