09:18 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-29 13:26:00, 644 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეტანილ შესწორებებზე - სამწუხაროა, როდესაც ასეთი განცხადებები დემოკრატიით ინიღბება

ძალიან სამწუხაროა, ასეთი განცხადებები და გადაწყვეტილებები როდესაც დემოკრატიით ინიღბება, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეტანილ შესწორებებს.

კალაძის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები აზიანებს არსებულ ურთიერთობებს.

„ასეთი რეზოლუციები დამაზიანებელია არსებული ურთიერთობებისთვის. უბრალოდ, შეურაცხმყოფელია ასეთი განცხადებები. ჩვენ არაერთი რეზოლუცია გვინახავს, სადაც ძალიან მძიმე რამეები ეწერა, მოგვიანებით კი გამოიკვეთა, თუ როგორ ხდებოდა მათი მიღება - ვიღაც თანხას იხდის, შემდეგ ეს ინიღბება ლობიზმით და ხდება ასეთი რეზოლუციების მიღება“, - აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე მსჯელობისას, ის ეყრდნობა აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს (FARA).

„ალბათ, მოგვიანებით გავიგებთ, FARA-ს დოკუმენტაციაში იქნება წარმოდგენილი, თუ რა როგორ ხდება. შეიძლება გავიგოთ, შეიძლება ვერც გავიგოთ, რადგან იცით, რამხელა რეზონანსი მოჰყვა ამ ყველაფრის გამოაშკარავებას. გვეუბნებოდნენ, რომ ეს თითქოს დემოკრატიული პროცესები იყო, რეალურად კი იყო სხვა რამ - ფულის მიცემა, რომელიც ინიღბებოდა ლობიზმით.

მე არავითარი ეჭვი არ მაქვს. იმ ფაქტზე ვსაუბრობ, რაც ყველამ ვნახეთ - FARA-ს დოკუმენტი მაქვს მხედველობაში, სადაც პირდაპირ იყო მითითებული სახელები, გვარები, ვინ იხდიდა თანხას, რეზოლუციის მიღებაზე იყო საუბარი. ეს გამოაშკარავდა და ცხადია. ძალიან სამწუხაროა, როდესაც დემოკრატიით ინიღბება ასეთი განცხადებები და გადაწყვეტილებები“, - დასძინა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 28 თებერვალს ევროპარლამენტმა ორი რეზოლუცია მიიღო, რომლებშიც საქართველოსადმი მხარდაჭერაა გამოხატული. ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ მისი მოთხოვნით, საქართველოს მხარდასაჭერ რეზოლუციაში ცვლილებები შეიტანეს, რომელთა შორის ერთ-ერთი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics