12:43 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-28 16:22:00, 609 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა იტალიის ელჩთან, მასიმილიანო დ'ანტუონოსთან და მის მოადგილესთან, ფაბიოლა ალბანეზესთან. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა იტალიურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

"მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში წარმატებული თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს, რომელიც საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული ყოველწლიური გეგმით არის გათვალისწინებული.

ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტებისა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში იტალიის მნიშვნელოვანი წვლილი. მხარეებმა ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოხატეს",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics