|
2024-02-28 10:19:09, 1055 ნახვა
მსოფლიო
მილერი - უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად მძიმეა - მოვუწოდებთ კონგრესს, ჩაატაროს კენჭისყრა და დაეხმაროს უკრაინელ სამხედროებს
უკრაინის ბრძოლის ველზე არსებული ვითარება უკიდურესად მძიმეა, რადგან სამხედროებს არ გააჩნიათ საკმარისი საბრძოლო მასალა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად. მოვუწოდებთ კონგრესს, ჩაატაროს კენჭისყრა და დაეხმაროს უკრაინელ სამხედროებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მილერის თქმით, აშშ ელის, რომ უკრაინელები განაგრძობენ გაბედულ ბრძოლას, მაგრამ ეს ბევრად გაუჭირდებათ, თუ არ ექნებათ წვდომა საჭირო საბრძოლო მასალაზე. "სიტუაცია ახლა უკიდურესად მძიმეა. ჩვენ ვნახეთ უკრაინის ფრონტის ჯარები, რომლებსაც არ გააჩნიათ საბრძოლო მასალა, რომელიც საჭიროა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად. ისინი კვლავ გაბედულად იბრძვიან. მათ ჯერ კიდევ აქვთ ჯავშანი, იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ, მაგრამ მათ ახლა ამ აღჭურვილობის რაციონირება უწევთ იმის გამო, რომ შეერთებული შტატების კონგრესმა ვერ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები. ასე რომ, ჩვენ ველით, რომ დარჩენილი წლის განმავლობაში უკრაინული ძალები გააგრძელებენ გაბედულ ბრძოლას და წაიწევენ წინ, როგორც ეს მათ შავი ზღვის მიმართულებით მოახერხეს. მაგრამ მათთვის ბევრად უფრო რთული იქნება, თუ არ ექნებათ წვდომა იმ საბრძოლო მასალაზე, რომელიც მათ სჭირდებათ. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ კონგრესს, შეასრულოს თავისი მოვალეობა, ჩაატაროს კენჭისყრა და დაეხმაროს უკრაინელ სამხედროებს", - განაცხადა მილერმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)