|
2024-02-21 17:43:05, 711 ნახვა
მსოფლიო
კამერონი - სანქციებს ვუწესებთ ციხის მაღალჩინოსნებს, სადაც ალექსეი ნავალნიმ პატიმრობის ბოლო თვეები გაატარა
დიდმა ბრიტანეთმა აქტივები გაუყინა რუსეთის იმ ციხის მაღალჩინოსნებს, რომელშიც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კამერონის განცხადებით, ბრიტანეთის მთავრობა მოუწოდებს რუსეთს, ნავალნის ცხედარი ოჯახს დაუყოვნებლივ გადასცეს და ასევე ჩატარდეს გამჭვირვალე გამოძიება. „არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი რუსული სისტემის მჩაგვრელ ბუნებაში. სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს სანქციებს ვუწესებთ ციხის მაღალჩინოსნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მის პატიმრობაზე იმ კოლონიაში, სადაც მან გაატარა ბოლო თვეები. ნავალნის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე პასუხისმგებელ პირებს არ უნდა ჰქონდეთ ილუზია - ჩვენ მათი პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებთ“, - განაცხადა დევიდ კამერონმა. შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)