|
2024-02-19 17:01:39, 689 ნახვა
მსოფლიო
DW - ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს. პრესსპიკერის განცხადებით, "ნავალნისა და სხვა რუსი ოპოზიციონერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, ისევე, როგორც პატიმრობის არაადამიანური პირობები აჩვენებს, როგორ სასტიკად მოქმედებს რუსული მართლმსაჯულება განსხვავებულად მოაზროვნეების მიმართ". "გერმანია ითხოვს რუსეთში ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებას, რომლებიც პოლიტიკური მიზეზებით არიან დაპატიმრებული... შოკისმომგვრელია, რომ რუსეთში ადამიანებს ალექსეი ნავალნის ხსოვნის მისაგებად ყვავილების დაწყობისთვის იჭერენ", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)