11:34 - 19 Aug, 2026
|
2024-02-19 14:10:24, 709 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმს ალექსეი ნავალნის სახელს დაარქმევს
ევროკავშირი ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმს ალექსეი ნავალნის სახელს დაარქმევს, ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა. ასევე ცნობილია, რომ დღეს ალექსეი ნავალნის ქვრივი იულია ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ისაუბრებს. ბორელის თქმით, ევროკავშირის მინისტრები ამგვარად „გაუგზავნიან მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს რუსეთში თავისუფლებისთვის მებრძოლებისთვის და პატივს სცემენ ალექსეი ნავალნის ხსოვნას“. BBC-სთვის მიცემულ კომენტარში ბორელმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინს ეკისრება პირად პასუხისმგებლობას ნავალნის სიკვდილზე. ამავდროულად, მან აღიარა, რომ დასავლეთს გაუჭირდება რუსეთის ლიდერის პასუხისმგებლობის დაკისრების ახალი გზების პოვნა და მსოფლიოს რუსეთში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)